03:48 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 18:20:09, 1719 ნახვა

Lifestyle
Google-მა საიდუმლო ვერ შეინახა - Pixel-ის დიზაინი ცნობილია

კომპანია "გუგლი" საკუთარი წარმოების სმარტფონებს - Google Pixel და Google Pixel XL-ს 4 ოქტომბერს ოფიციალურად წარადგენს.

ამის მიუხედავად კომპანია საკუთარ მთავარ კონკურენტს "კუპერტინოს" არ ჩამორჩა და სმარტფონების შესახებ ინფორმაცია საიმედოდ ვერ შეინახა. ახალი ტელეფონების სურათები, ტექნიკური მახასიათებლები და გაყიდვების დრო რელიზამდე 2 დღით ადრე ქსელში გაიჟღინთა.

გამოცემა Venture Beat-ის ცნობით  Pixel 2-ის 64 გეგაბაიტიანი კონფიგურაციის ფასი 649$, ხოლო იგივე მოდელი 128 გეგაბაიტიანი მეხსიერებით 749$ ეღირება.  რაც შეეხება ფლაგმანს Pixel 2 XL-ს მისი ფასი 849-დან 949$-მდე იმერყევებს. ამასთან ერთად პორტალი წერს, რომ  Pixel 2-ს კომპანია HTC, ხოლო Pixel 2 XL-ს კორეული კომპანია LG შეიმუშავებენ. ორივე სმარტფონის გაყიდვები 15 ნოემბერს დაიწყება. 

ცნობილია ისიც, რომ ორივე სმარტფონი 12 მეგაპიქსელიანი კამერით, სტერეოდინამიკითა და Qualcomm Snapdragon 835-ის პროცესორით იქნება აღჭურვილი და ყუთიდანვე Android 8.0 Oreo-ს ოპერატიულ სისტემაზე იმუშავებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics