02:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 22:14:05, 3623 ნახვა

კულტურა
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალში სოხუმის დრამატული თეატრი მონაწილეობს

ერევანში მეთხუთმეტედ აიღებს სტარტს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი HIGH FEST, ( „HIGH FEST International Performing Arts Festival“), სლოგანით „We are 15 years old young“. მასში მონაწილეობას მიიღებს 20 ქვეყანა. დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ისრაელი, გერმანია.  ფესტივალი  1 ოქტომბერს გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს.

ფესტივალს გახსნის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით ხანოხ ლევინის ,,იაკიში და პუპჩე".

აღნიშნული სპექტაკლის პრემიერა შედგა 2017 წლის 21 ივლისს რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მას მიენიჭა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფესტივალის მთავარი პრიზი და სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დასახელებულ იქნა როგორც ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი. ეს არის პირველი კორპროდუქცია, რომელიც სოხუმისა და ფოთის თეატრების თანამშრომლობით განხორციელდა.

სევდიანი კომედია მახინჯი და ღარიბი იაკიშის შესახებ, რომელსაც ცოლად რთავენ ასევე მახინჯსა და ღარიბ პუპჩეს, ხოლო ქორწინების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ წყვილს ხორციელთათვის წმინდა მცნების „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“, აღსრულება არ შეუძლიათ....

რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება დავით საყვარელიძის.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics