03:34 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 14:10:37, 1578 ნახვა

Lifestyle
„ევროვიზიის“ გამარჯვებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

"ევროვიზია 2017"-ის გამარჯვებულის, პორტუგალიელი მუსიკოსის სალვადორ სობრალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მომღერალი რეანიმაციის განყოფილებაში გულის გადანერგვის რიგში პირველ ადგილზე იმყოფება. ამის შესახებ გაზეთი Vanguardiaсо, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

სექტემბერში ახალგაზრდა მუსიკოსმა ექიმების რჩევით კონცერტები ჯანმრთელობასთან შექმნილი პრობლემების გამო გადადო. 

გაზეთი Correio da manhà-ს ცნობით სობრალი სპეციალურ აპარატზეა მიერთებული, რომელიც გულს მუდმივად ასტიმულირებს. აგრეთვე ცნობილია, რომ მისი მონახულება მხოლოდ ოჯახის წევრებს შეუძლიათ.

"ევროვიზია-2017" კიევში გაიმართა, მაშინ სალვადორ სობრალმა რეპეტიციებზე დააგვიანა და კონკურსანტებს შორის, ვინც უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა ბოლო იყო. გულის მანკის გამო, რომელიც მომღერალს ბავშვობიდან აქვს ის გულის გადანერგვის ტრანსპლანტაციის რიგში წლებია იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია-2017" სალვადორ სობრალმა საკუთარი  დის მიერ დაწერილი სიმღერით "Amar pelos dois" მოიგო. საქართველო ამ წელს ფინალში ვერ მოხდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics