13:02 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 14:22:18, 2133 ნახვა

სხვადასხვა
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი სცენის გამო, საპატრიარქოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ სასულიერო პირებთან დაკავშირებით გასული სცენის გამო, საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირების თხოვნით მიმართავს.

„სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გვიწევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ერთ–ერთ სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ სცენართან დაკავშირებით. ერთ–ერთ ბოლო სერიამ ალბათ საზოგადოებაში დატოვა შენიღბული სახით ქართული მართმადიდებლური ეკლესიის მიმართ შეურაცხყოფის განცდა. დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთ სენსიტიური თემით მანიპულირება, ტელეკომპანიისა და მისი გდაცემების რეაკლამირებისათვის. მსგავსი მიდგომები ნებსით თუ უნებლიედ ეხება მართლმადიდებელი საზოგადოების ღირებულებებს. მივმართავთ საქართველოს საპატრირაქოს დააფიქსიროს თავისი პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ჩვენი პოზიცია არ ეხება კომპანიის სარედქციო პოლიტიკას, ჩვენი ღია წერილის დანიშნულებაა საზოგადოებისა და ტელეკომპანიის ყურადღება შევაჩეროთ იმ საკითხებზე, რომელმაც შეიძლება შეეხოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ღირსებას და ღირებულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი პრეცენდენტების შემთხვევაში, გეგმავენ რომ ოფიციალური წერილით მიმართონ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სათანადო რეაგირებისათვის.

„მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში ოფიციალური წერილით მივმართავთ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სათანადო რეაგირებისათვის ასევე გავაგგრძელებთ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომლის შედეგები განსაჯაროვდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics