00:15 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 03:18:04, 4273 ნახვა

პოლიტიკა
ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გავრცელდა. დოკუმენტში რომელიც „ექსპრერსნიუმაც“ მიიღო აღნიშნულია, რომ კომისია ადასტურებს თავის წინა დადებით შეფასებას.

„ვენეციის კომისია ადასტურებს თავის წინა დადებით შეფასებას, კერძოდ საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს ასრულებს და წარმოადგენს პოზიტიურ ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, რაც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას. - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში.

ამასთან კომისიის წინასწარ დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტის 22-ე მუხლის მიხედვით, გაერთიანების ლიკვიდაციის პირობები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ორგანულ კანონთან და არა ჩვეულებრივ კანონთან, ისევე, როგორც სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა შრომითი თავისუფლება და პოლიტიკური პარტიების თავისუფლება.

კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან უნდა იქნას ამოღებული ტერიტორიული ნიშნის მიხედვით პარტიების შექმნის აკრძალვა; ასევე საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს როლის შეზღუდვა უნდა გადაიხედოს.

 

 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics