13:06 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 16:16:48, 1961 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა „OGP“-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეობა გადაიბარა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნიუ-იორკში გამართულ „ღია მმართველობის პარტნიორობის" კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარეობა გადაიბარა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა წევრებს ის ხედვა და მიზნები გააცნო, რომლებითაც საქართველო მომავალი ერთი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესს ჩვენს ქვეყანაში  წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს „OGP"-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს თავმჯდომარეობას მხარი დაუჭირეს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია მთავრობების მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლის მარტივი მექანიზმი „OGP"-ის ფორმატში, რათა განხორციელდეს პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები.

„ჩვენ ყველა ქვეყანას უნდა მოვუსმინოთ, რათა მათ გვითხრან თავიანთი გამოცდილება, მოვისმინოთ, რა აქვთ უკეთესი და რაში სჭირდებათ ჩვენი − პარტნიორობის სხვა წევრების − დახმარება. რა თქმა უნდა, დღეს საქართველოს აქვს გამოწვევები − ეს არის ოკუპაცია, რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ამის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და რეფორმებს და მზად ვართ ჩვენი რეფორმების ექსპორტისთვის. მაგალითად, ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ბლოკჩეინის სისტემის დანერგვა და ბედნიერები ვიქნებით, გაგიზიაროთ ეს გამოცდილება. ასევე, ბედნიერები ვიქნებით, გავიზიაროთ სხვა ქვეყნების წარმატებები", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში მომავალ ზაფხულს „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტი ჩატარდება. მინისტრმა პარტნიორობის ახალ წევრ ქვეყნებს „OGP"-ის რიგებში გაწევრება მიულოცა. 

„ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის თავმჯდომარეობა, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმს უხელმძღვანელებს. „OGP"-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP"-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე  (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP"-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს.

საქართველო „OGP"-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. „OGP"-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის" ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics