20:22 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 10:30:29, 2163 ნახვა

საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან ერთად დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ მართალი – იოაკიმე, რომელიც წინასწარმეტყველ დავით მეფის გვარის ჩამომავალი იყო, და ანნა – პირველმღვდელმთავარ აარონის შთამომავალი. ეს ღვთისმოშიში მეუღლენი უშვილონი იყვნენ. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულ ასაკს, მაგრამ არასოდეს არ ჰკარგავდნენ იმედს, რომ ღმერთი გაანთავისუფლებდა მათ უშვილობისაგან. წმიდანები ევედრებოდნენ ღმერთს შვილს და აღთქმას დებდნენ, რომ მას მიუძღვნიდნენ ახლადშობილს ტაძარში მსახურებისათვის.
უფალმა შეისმინა მათი ვედრება და მაშინ უბოძა ასული, როცა მართალი მეუღლეები სათნო და წმიდა ცხოვრებით ღირსნი გახდნენ მაღალი წოდებისა – ყოფილიყვნენ მშობლები ყოვლადწმიდა ქალწულისა, უფალ იესო ქრისტეს მომავალი დედისა. წმიდა მეუღლეებს ყოვლადკურთხეული ასული მარიამი შეეძინათ.

ყოვლად უბიწო მარიამი იმ დროს იშვა, როცა ადამიანები თავიანთ ზნეობრივ დაცემაში უკიდურეს ზღვრამდე ივნენ მისულნი და მათი აღორძინება შეუძლებელი ჩანდა. საუკეთესო მოაზროვნენი აღიარებდნენ, რომ ღმერთი აუცილებლად უნდა მოვლენოდა ქვეყანას და საუკუნო დაღუპვისაგან ეხსნა თავისი ქმნილება — ადამიანი. შობა ყოვლადწმიდა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულის მარიამისა წმიდა ეკლესიის მიერ იდღესასწაულება, როგორც დღე საყოველთაო-საკაცობრიო სიხარულისა. ამ უნათლეს დღეს, ძველი და ახალი აღთქმების მიჯნაზე, იშვა ყოვლად კურთხეული ქალწული მარიამი, რომელსაც, ღვთის განგებით, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა განესაზღვრა უდიდესი ღვთაებრივი საიდუმლოსათვის ემსახურა _ განეხორციელებინა ღმერთი სიტყვითა და ყოფილიყო დედა ქვეყნის მაცხოვრის, უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილერი - მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის სურვილს
მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics