14:02 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 18:59:40, 3079 ნახვა

ეკონომიკა
როგორ ავიღოთ სესხი 2000 ლარამდე

ცხოვრებაში, თითოეულ ჩვენგანს გვიწევს გაუთვალისწინებელ ხარჯებთან გამკლავება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად გვაქვს შედგენილი ბიუჯეტი, ან რამდენი გვაქვს შემოსავალი, ყოველთვის ხდება მოულოდნელობები, რომელიც დამატებით თანხას მოითხოვს და შესაძლოა ამისათვის მზად არ აღმოჩნდეს ჩვენი საფულე. ასეთ სიტუაციებში, ერთ-ერთი მოსახერხებელი საშუალებაა სწრაფი სესხების მომსახურებით სარგებლობა, მაგრამ მათი მოცულობა ხშირად საკმარისი არ არის არსებული ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი გრძელვადიანი სესხი 2000 ლარამდე. მომსახურებით სარგებლობა ბევრ კომპანიაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა თუ ბანკში შეიძლება. ნებისმიერი მათგანი გვთავაზობს საშეღავათო პერიოდსა და გადახდის მოქნილ პირობას. არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივია. როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენს მოთხოვნაზე მორგებული პროდუქტი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კრედიტორის შერჩევისას?

Credy24.ge საუკეთესო პლატფორმაა სესხის გონივრულად შესარჩევად. ვებგვერდზე მოცემულია სხვადასხვა ტიპის სესხები; ონლაინ, ავტო, იპოთეკური და გრძელვადიანი კრედიტები, მათი საპროცენტო განაკვეთი, სესხის ვადა და თანხის ოდენობა. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ კრედიტორების პირობას, შეადაროთ ერთმანეთს და აირჩიოთ საუკეთესო. ვებგვერდის დახმარებით გაცილებით მარტივია დაბალ პროცენტიანი სესხის შერჩევა.

გრძელვადიანი სესხები ერთი ან რამდენიმე წლის ვადით გაიცემა. მისი საშუალებით შეგიძლიათ ისეთი მიზნების განხორციელება, როგორიცაა ბინის, აგარაკის, მიწის ნაკვეთის შეძენა. სესხის თანხა დამოკიდებულია შემოსავლის ოდენობაზე. დაბალი შემოსავალის შემთხვევაში შესაძლოა მოგთხოვონ უზრუნველყოფა. უზრუნველყოფილი სესხი ერთგვარი დაზღვევაა კრედიტორისთვის, თუ ვალდებულებას ვერ გაისტუმრებთ შეძლოს გაცემული თანხის ამოღება. გრძელვადიან კრედიტებს მიეკუთვნება: იპოთეკური სესხები, აგრო, ბიზნეს, სტუდენტური სესხი და სხვა.

იპოთეკური სესხი გრძელვადიანი კრედიტია, რომელიც უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა. კრედიტის პირობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია  კლიენტის შემოსავალის ოდენობაზე, საკრედიტო ისტორიასა და ქონების ღირებულებაზე.  სესხის აღებამდე გაეცანით ხელშეკრულებას და დააზუსტეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის ოდენობა და სესხის გადახდის წყარო. თუ იპოთეკური სესხი დაგჭირდათ  და არ იცით რომელ კომპანიას მიმართოთ, Credy24.ge-ზე მარტივად გაეცნობით შეთავაზებებს. კრედიტის აღებისას ყურადღება მიაქციეთ დამატებით ხარჯებს, რაც შეიძლება იყოს; სესხის გაცემის საკომისიო - დააზუსტეთ კომპანიასთან გექნებათ თუ ეს ხარჯი, დაზღვევის ღირებულება –  დააზუსტეთ კრედიტორთან აუცილებელია თუ არა დაზღვევა და ვინ გადაიხდის აღნიშნულ თანხას, წინსწრებით დაფარვის საკომისიო – კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ძირითად შემთხვევაში 2%-ს შეადგენს. გაარკვიეთ აქვს თუ არა კომპანიას აღნიშნული ხარჯი.

საკრედიტო პროდუქტის შერჩევისას მნიშვნელოვანია როგორც დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ასევე სერვისის მოქნილობა. კლიენტებისთვის მოსახერხებელია ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც არ სჭირდება ხანგძლივი პროცედურების გავლა, ნაკლებ დროს მოითხოვს და დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. გადატვირთული რეჟიმის გამო, კლიენტებისთვის უფრო კომფორტულია სესხის განაცხადის გაკეთება ვებგვერდზე, სახლიდან გაუსვლელად. გრძელვადიან სესხებზე განაცხადის გაკეთება სწორედ ინტერნეტის საშუალებით ხდება, რაც მომსახურებას მოქნილსა და კომფორტულს ხდის.

Credy24.ge გაგიმარტივებთ სასურველი ტიპის სესხის შერჩევას, შეძლებთ კომპანიების შეთვაზების გაცნობას ერთ სივრცეში და საუკეთესო პირობის პროდუქტით სარგებლობას. ვებგვერდზე ერთად არის შეჯამებული საჭირო ინფორმაცია საქართველოში მოქმედი საკრედიტო კომპანიების შესახებ, სადაც შესაძლებელია როგორ გრძელვადიანი, ასევე სწრაფი სესხების მომსახურებით სარგებლობა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics