10:30 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 18:50:34, 2393 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოების მინისტრებთან შეხვედრები დაიწყო

თეა წულუკიანმა, რომელიც „OGP"-ის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს, ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში წევრი ქვეყნების იმ მინისტრებთან დაიწყო შეხვედრები, რომლებიც "ღია მმართველობის პარტნიორობაში" თავინთ ქვეყნებს წარმოადგენენ.

დღეს, ნიუ იორკში იუსტიციის მინისტრი კანადის ფინანსთა და შესყიდვების მინისტრ სკოტ ბრისონს შეხვდა. კანადას აქვს სურვილი და მოლოდინი იმისა, რომ მომავალ წელს საქართველოსგან "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობას გადაიბარებს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველო-კანადას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის ეს პროცესი საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.

"შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მინისტრი დაინტრესდა იმ რეფორორმებით, რომელსაც საქართველო ახორციელებს და რომელთა შედეგადაც ჩვენი ქვეყანა "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე გახდა. საქართველო არის პატარა, მაგრამ განვითარებული ქვეყანა, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს იყენებს რეფორმების განხორციელებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებისთვის საინტერესოა და გამოცდილების გაზიარებისთვის მოგვმართავენ. მაგალითად, ასეთია ბლოკჩეინის უახლესი სისტემა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნერგავს, ქლაუდის სისტემა და სხვა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.თეა წულუკიანი დღეს და ხვალ კიდევ რამდენიმე ქვეყნის მთავრობის წევრს შეხვდება, რომლებიც მ

ინისტრს როგორც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელს, საკუთარ შეხედულებებსა და სურვილებს გაუზიარებენ.დღესვე იუსტიციის მინისტრმა „OGP"-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეობა  გადმოიბარა და კომიტეტის წევრებს მომავალი წლისთვის საქართველოს ხედვა წარუდგინა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის თავმჯდომარეობა, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველომ გუშინ გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა. „OGP"-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ  19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP"-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე  (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP"-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს.

საქართველო „OGP"-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის"ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება.

„ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს OGP"-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

„OGP"-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საქართველომ იმ წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა, რომელსაც ქვეყანა ღია მმართველობისათვის ატარებს.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics