00:17 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 15:06:16, 1919 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია: პრეზიდენტი არ არის კანონმდებელი - ხალხის მანდატი პარლამენტს აქვს

პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელური ვერსიის შემუშავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროცესის მიზანი თანხმობის და კონსოლიდირების ნაცვლად, კონფრონტაციული ველის შექმნაა. 

 „განსაკუთრებით საყურადღებო და დამაფიქრებელია ის პარალელური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ახლა ერთადერთი მიზნით, რომ არათუ გადაიდგას ნაბიჯები მართლაც რომ თანხმობისკენ და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის კანონის ირგვლივ კონსოლიდირებისკენ, არამედ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონფრონტაციული ველი შეიქმნას ამ პროცესში. პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს როგორც კანონმდებელი, პრეზიდენტი არ არის კანონმდებელი. საკანონმდებლო ორგანოს აქვს ხალხის მანდატი, რომ მან უნდა შექმნას კანონი და მათ შორის, კონსტიტუციური რეფორმაც გაატაროს. როდესაც ბალანსის და ხელისუფლების შტოებს შორის არბიტრის როლში უნდა იყოს პრეზიდენტი, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ კანონმდებლის როლში, ეს ბუნებრივია ქმნის კონფრონტაციის ახალ ველს", -განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელიც სამ დღეში შეიქმნა, არ შეიძლება იყოს ალტერნატივა პროექტისა, რომელზე მუშაობაც  რვა თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და რომელსაც უპრეცედენტო საერთო-სახალხო მხარდაჭერა აქვს.

„წარმოუდგენელია ის რაც ხდება, სამი დღის განმავლობაში შექმნილი ახალი მოდელი თუ ახალი ვერსია კონსტიტუციის, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად და მაინტერესებს და ძალიან მარტივი კითხვა მინდა დავსვა, პროცესი, რომელიც რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიურ, ყოველდღიურ, თითქმის 24 საათიან რეჟიმში, პროცესი, რომელიც ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ფილტრით,უპრეცედენტო საერთო- სახალხო ფართო მასშტაბის განხილვები დასრულდა და რატომ არის იგნორირებული ის, რომ ამ განხილვების შედეგად სწორედ ამ პროექტს ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. და ის, რაც რვა თვის განმავლობაში იქმნებოდა ასეთი სიფრთხილით და ასეთი თანამონაწილეობით, ასეთი ღიაობით ყველას მიმართ, ვინც კი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში, ამის ალტერნატივა როგორ შეიძლება იყოს სამ დღეში შექმნილი ახალი პროექტი და რა ლეგიტიმაცია აქვს იმ ახალ ვერსიას",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუცია მოსწონდეს ხალხს და ქვეყნის ძირითად კანონს ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს.

„ერთადერთი საკითხი, რომელიც უფრო გავს საკუთარ სურვილებზე აწყობილ ახალ მოდელს, ეს ხდება მიზეზი კონსტიტუციურ რეფორმასთან დაპირისპირების, კიდევ უფრო გაუგებარი ხდება ჩვენთვის ამ პროცესს რა მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს ან საერთაშორისო ველზე ან შიდა პოლიტიკურ წრეებში, ან ხალხთან. ჩვენ გვჭირდება ყველაზე მთავარი მოკავშირის მხარდაჭერა, ეს არის ხალხი. კონსენსუსი ხალხთან. ხალხს უნდა მოწონდეს ეს კონსტიტუცია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გავიაროთ ბოლომდე, ისე, რომ ქვეყნის ძირითად კანონს, ბოლომდე ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერა,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics