12:09 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 14:44:33, 2075 ნახვა

საზოგადოება
ლელა ქებურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აზიური ფაროსანასგან“ დაზიანებული სიმინდი მიიტანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლელა ქებურიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „აზიური ფაროსანასგან“ დაზიანებული სიმინდი მიიტანა.

დეპუტატის თქმით, პრობლემის აღმოფხვრაში არამხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არამედ მთელი ქვეყანა უნდა იყოს ჩართული.

„მართლა უხერხულობას მიქმნის ის, რომ ყოველ ჯერზე პერფორმანსის დადგმა და ჩატარება მჭირდება, რომ თქვენი ყურადღება  ჩემი რეგიონის მთავარ პრობლემას მივაპყრო. ცინიზმია, ის განცხადება, რაც სეს-ის წარმომადგენელმა დღეს პრესკონფერნციაზე გააკეთა. რა წყევლა გაქვთ მართლა ასეთი, რომ ყველაფერს ამოტრიალებულად და უკუღმა ახორციელებთ.

დღეს როდესაც მავნებელი, პარაზიტი მეტასტაზივით მოედო მთელი სამეგრელოს სოფლებს და თქვენ მოსახლეობისთვის გაქვთ პასუხი ის, რომ თურმე შესაწამლ პრეპარატს დაურიგებთ.

მართლაც უპრიანი იქნებოდა ამ შესაწამლი პრეპარატის დარიგება საწყის ეტაპზე, მაგრამ დღეს როდესაც მთელი სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაზე. ახლა კი ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თურმე 40 ერთეული ტექნიკა მუშაობს, თურმე ავიაციაა ჩართული, ნუთუ ზუგდიდის რომელიმე სოფელში არ გამოჩნდა ეს ტექნიკა ან რა ტექნიკა გყავთ ან რა ავიაცია გყავთ ისეთი, რომ კაციშვილი ამას ვერ ხედავს. რა პასუხს აძლევთ  უკვე დაზარალებულ მოსახლეობას?“, -მიმართა ქებურიამ უმრავლესობას.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენისთვის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ
„თიბისის“ შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics