18:06 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 14:02:26, 2226 ნახვა

პოლიტიკა
საჯად კარიმი: მივიღეთ დასტური, რომ კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია იქნება ასახული

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ასახული იქნება.

როგორც მან დღეს გამართულ პრეს-ბრიფინგზე განაცხადა,  ჯერჯერობით არის ყველა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სწორი მიმართულებით ხორციელდება.

“საქართველოს პარლამენტის სპიკერი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში ევროპის პარლამენტთან ერთად. ეს დიალოგი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ რეფორმების პროგრამა როგორც პარლამენტის, ასევე ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ხედვას შეესაბამება. მისგან მივიღეთ დასტური, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია კონსტიტუციაში იქნება ასახული. დიდ იმედს გვაძლევს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობისგან, საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და თავმჯდომარისგან ასეთი დაპირება მივიღეთ“, - განაცხადა საჯად კარიმმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics