19:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 18:20:21, 2102 ნახვა

საზოგადოება
IDFI: 9 თვის განმავლობაში, მაუწყებელმა ელექტრონული ტენდერების საშუალებით 830,350 ლარი დაზოგა

9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ელექტრონული ტენდერების საშუალებით 830,350 ლარი დაზოგა, რაც 11,25%-იანი დანაზოგია, - ამის შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, IDFI-მ დაამუშავა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო შესყიდვების მონაცემები, რომლებიც განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე (არ მოიცავს აჭარის ტელევიზიის შესყიდვებს).

„სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს 13,525,188 ლარის დახარჯვას სახელმწიფო შესყიდვებზე. ეს თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ბიუჯეტის 30%-ია. სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო შესყიდვებში უარყოფითი ტენდენციები არ იკვეთება, თუმცა პრობლემად კვლავ რჩება ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეთა დაბალი რიცხვი. დაკვირვების პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა 58 ელექტრონული ტენდერი. აქედან 43 ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულება უკვე დადებულია“,-ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

IDFIის ცნობით, მთლიანობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერების მხოლოდ 14% აღმოჩნდა წარუმატებელი (10% არ შედგა პრეტენდენტების არარსებობის შედეგად; 4% შემთხვევაში ვერ დაფიქსირდა კვალიფიციური მიმწოდებელი). ამასთანავე, საკუთარი სურვილით საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერ-ჯერობით არ შეუწყვეტია ტენდერი.

„2017 წლის 9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გეგმავდა 7,377,709 ლარის (სავარაუდო ღირებულებების ჯამი) გახარჯვას, თუმცა ელექტრონული ტენდერების აუქციონების შემდეგ ფაქტობრივად გაიხარჯა 6,547,359 ლარი. შესაბამისად, 9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ელექტრონული ტენდერების საშუალებით დაზოგა 830,350 ლარი, რაც 11,25%-იანი დანაზოგია“,-ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ტენდერებში მიმწოდებელთა დაბალი მონაწილეობის მაჩვენებელია. თუმცა, საკითხის შეფასებისას, IDFI დასძენს, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელწმიფო შესყიდვებში არ ფიქსირდება არსებითი ხარვეზები. პირდაპირი შესყიდვები უმეტეს შემთხვევებში ხორციელდებოდა მონეტარული ზღვრების შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პროცედურების საშუალებით, 9 თვის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაზოგა 830,350 ლარი, რაც 11,25%-იანი დანაზოგია. პრობლემებს შორის რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეთა დაბალი მაჩვენებელი, ისევე როგორც ორეტაპიანი ტენდერის გამოუყენებლობა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics