08:21 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 18:05:09, 2079 ნახვა

საზოგადოება
საქართველო კანადაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩაერთო

საქართველოს მთავრობა მონაწილეობას მიიღებს კანადაში, ქ.ოტავას ცენტრალურ უბანში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფლების მემორიალის მშენებლობაში, რომელზეც 1917 წლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მოვლენები იქნება გამოსახული.

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კანადაში საქართველოს საელჩოში ღონისძიება  გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მემორიალის პროექტის ავტორს, ლუდვიკ კლიმკოვსკის საქართველოს მთავრობის სახელით სიმბოლური საბანკო ჩეკი გადასცა.

კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ამგვარ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის იმ კანადელთა რიცხვს, რომლებიც საქართველოსა და მისი ისტორიის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად პროექტში საქართველოს ჩართვა პოზიტიური პოლიტიკური გზავნილიც იქნება.

პროექტის ავტორმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩართულობისთვის. ასევე აღნიშნა, რომ გმირთა მემორიალის მეშვეობით კანადა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, პატივს მიაგებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა კომუნისტური სისტემის მსხვერპლი გახდნენ, იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები და კანადისთვის შეეფარებინათ თავი. კლიმკოვსკიმ აღნიშნა, რომ მემორიალს საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება, რამეთუ ბევრმა კანადაში არ იცის თუ რა გზა გამოიარეს საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა.

პროექტში მონაწილეობის მიღებით საქართველო მიუერთდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანას, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მემორიალის მშენებლობის თანადაფინანსების სურვილი გამოთქვა.

პროექტში ჩართვის შედეგად, მემორიალზე დაიტანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღები, ასევე, მემორიალში ჩამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით,  საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჩაიტვირთება  დამთვალიერებლების მობილურ ტელეფონებში.

აღნიშნული პროექტი კანადის მთავრობის მიერაა დამტკიცებული. მისი ღირებულება 3.5 მილიონი კანადური დოლარით განისაზღვრა, აქედან, კანადის მთავრობის დაფინანსება 2 მილიონ კანადურ დოლარს შეადგენს, 1.5 მილიონ კანადურ დოლარს კი ლუდვიკ კლიმკოვსის ორგანიზაცია „Tribute to Liberty" გაიღებს. მემორიალის მშენებლობის თანადაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 25 000 კანადური დოლარის ექვივალენტი აშშ დოლარი გამოჰყო. მემორიალის საძირკვლის ჩაყრა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება. მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics