16:12 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 17:53:53, 2063 ნახვა

საზოგადოება
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 49-ე შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ინციდენტებზე გამახვილდა ყურადღება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავაც მკაფიოდ  დასვეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება, ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა და მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

საუბარი შეეხო 2017 წლის 5 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მაცხოვრებლების არჩიკო და პაატა როგავების, ასევე ბოლო პერიოდში  საქართველოს სხვა მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს.

შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩისა და შამგონას მიმდებარედ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული უკანონო ქმედებები არღვევს ადგილობრივების თავისუფლად გადაადგილების უფლებას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სუს-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ასევე ისაუბრეს, გასული სასწავლო წლის პერიოდში ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შექმნილ პრობლემებზე და სამომავლოდ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის თავისუფლად გადაადილების აუცილებლობაზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა  25 ოქტომბერს გაიმართება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
კალაძე - რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics