22:08 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 15:22:01, 2064 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან  ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილN69-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც წელს აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღეს.

დავით ნარმანიამ აღსაზრდელებსა და თანამშრომლებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სწავლისდაწყება პატარებს  ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტისა და საკრებულოს  დეპუტატებმა  გია ვოლსკიმ და რიმა ბერაძემაც მიულოცეს.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა,  სწავლის დაწყების შემდეგ, ეს უკვე მეორე ბაღია,რომელიც გაიხსნა. დავით ნარმანიას თქმით,  საბავშვო ბაღები ყოველდღიურ რეჟიმში იხსნება, რათა ყველა პატარამ შეძლოს სკოლამდელი აღზრდის მიღება.

„საბავშვო ბაღის პრობლემა ჩუღურეთის რაიონში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რის შემდეგაც ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური  ბაღი აშენდა. აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის,  რომ ჩვენი პატარები ღირსეულად აღიზარდონ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში შვიდი ჯგუფი ფუნქციონირებს და 250-მდე აღსაზრდელი ირიცხება.ახალი საბავშვო ბაღითანამედროვე სტანდარტებს პასუხობსდა სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებულია.ამ მიზნით, პანდუსის გარდა, შენობაში გათვალისწინებულია ლიფტიც. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.რამდენიმე დღის წინ კი ბაღის ეზოში არსებულ კედელზე ქართველი მხატვრის, თამაზ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით, მხატვართა ჯგუფმა ბავშვებისათვის საყვარელი პერსონაჟები მოხატა.

თბილისს წელს საბურთალოს, ჩუღურეთის, ნაძალადევისა და სამგორის რაიონებშიხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics