2017-09-19 14:20:33, 2539 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც 100%-ით უკრაინულ გუნდს, „ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ
მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, აზრითაც და მოქალაქეობითაც, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისთვის ანტისემიტიზმზე ნებისმიერი მინიშნებაც კი მიუღებელია. "ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებასთან ბრძოლა ჩემი ცხოვრების მთელი არსია. მე მაგალითად, ყოველთვის ვბლოკავ Facebook-ის მომხმარებლებს, რომლებიც ეთნიკური და რელიგიური შინაარსის კომენტარებს წერე. გუშინ, დაშა ჩიჟი სწორედ მისი განცხადების გამო დავითხოვე. ვერ დავემსგავსებით იმ ადამიანებს, ვინც ამ თემებზე მინიშნებებსაც კი აკეთებენ, ვინაიდან ასეთ ადამიანებს მე პირად მტრებად მივიჩნევ. იმედი მაქვს მეგობრებო, რომ გავაერთიანებთ ჩვენს ძალებს და შევებრძოლებით ასეთ გამოვლინებებს. მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, აზრითაც და მოქალაქეობითაც, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ. მე ვამაყობ ჩვენი ქართული რეფორმებით, მაგრამ ვთვლი, რომ უკრაინულ კონტექსტში ”ქართველობაზე” აქცენტის გაკეთება სულ სხვა მიზნით ხდება", - წერს სააკაშვილი. ავტორი: , |
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|