20:09 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 12:04:02, 2243 ნახვა

კომენტარი
ირაკლი მექვაბიშვილი: აუდიტის სამსახურის საქმიანობას თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანთ

„თუ პარლამენტი ნდობას გამომიცხადებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებაზე ვიზრუნებ“, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორობის კანდიდატმა ირაკლი მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი ამ წუთებში საკუთარ გეგმებს საპარლამენტო უმცირესობას აცნობს.

 „თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას პლენარულ სხდომაზე, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ სამსახურის ინსტიტუციონალურ შემდგომ განვითარებაზე, სამსახურის საქმიანობას თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანთ. ჩვენი საქმიანობა იქნება ოთხ ძირითად პრინციპზე აგებული, ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. სამსახური ტექნოლოგიურად უნდა განვითარდეს. მისი საქმიანობა უნდა იყოს პრევენციული ხასიათის და არა რაიმე სადამსჯელო სტრუქტურა. თუმცა, თუკი ვნახავთ, რომ კანონთან რაიმე შეუსაბამობაა, ამას ძალიან მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოყვება“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics