01:25 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 11:40:08, 2271 ნახვა

მსოფლიო
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა

ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კარიბის ზღვის კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

სინოპტიკოსების თქმით, ქარის სიჩქარე 260 კილომეტრს აღწევს. მათივე ინფორმაციით, "მარია" ისეთივე მიმართულებით მოძრაობს, როგორც ქარიშხალი "ირმა".

პრემიერ-მინისტრმა რუსველტ სკერიტმა Facebook-ზე დაწერა, რომ მის სახლს ქარმა სახურავი ახადა და ის ქარიშხლის ტყვეობაში აღმოჩნდა. კუნძულზე ყველა პორტი და აეროპორტი დაიხურა.

მედია საშუალების ინფორმაციით, "მარია" ასევე გუადელუპას ნაწილს დაატყდა თავს.

ქარიშხალი „მარია” პუერტო-რიკოსკენ მიემართება. პუერტო-რიკოს გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ვარაუდობენ,  სტიქია კუნძულამდე 20 სექტემბერს მიაღწევს.

„მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს.

ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამერიკასა და კარიბის აუზის კუნძულებს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. პირველი ქარიშხალი "ჰარვი" ტეხასსა და ლუიზიანაში მძვინვარებდა, მას მოჰყვა ქარიშხალი "ირმა" და "ხოსე". სამივე ქარიშხალი 5 კატეგორიამდე იყო ასული. პრობლემები შექმნა ქარიშხალმა "კატიამ". სტიქიების შედეგად გაჩენილი ზარალი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ასობით ათაში კი, უსახლკაროდ დარჩა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics