09:03 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 17:16:27, 3388 ნახვა

ეკონომიკა
ბექა ლილუაშვილი: ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი კერძო სექტორმა შეიტანა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის  პირველ კვარტალში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 5.1%, ხოლო მეორე კვარტალში 4.7% შეადგინა. შესაბამისად,  2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა.  

წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს უწოდებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი ბექა ლილუაშვილი.

მისი განცხადებით, ეს ზრდა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მასში განსაკუთრებით მაღალი წვლილი კერძო სექტორმა შეიტანა. ამასთან, როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, არსებული პოზიტიური ტენდენციები უკვე დაფიქსირდა ბიზნესსექტორის მიერ დასაქმებისა და გამოშვებული პროდუქციის ზრდის მაჩვენებლებში.

„გაუმჯობესებული შიდა ფაქტორებისა გარდა, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რეგიონალური და გარე ფაქტორები, რაც განსაკუთრებით აისახა საქართველოდან საქონლის ექსპორტისა და მომსახურების  ექსპორტის, ასევე  ტურიზმის მიმართულებით -  2017 წლის პირველ ნახევარში საქონლის ექსპორტი 30.1%-ით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი - 26%-ით. ამჟამად არსებული  როგორც შიდა, ასევე გარე პოზიტიური ფაქტორების წლის ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაში,  გვაქვს აბსოლუტურად ობიექტური მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მის საპროგნოზო მაჩვენებლებს გადააჭარბებს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2017  წლის მეორე კვარტლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მშენებლობის (1.5 პპ), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (0.7 პპ), ვაჭრობისა (0.6 პპ) და უძრავი ქონების სექტორებმა შეიტანეს (0.5 პპ). აღსანიშნავია, რომ რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics