12:04 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 13:28:20, 2413 ნახვა

სამართალი
შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1981 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1985 წელს დაბადებული ლ.ტ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბრალდებულმა ი.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ი.ა. და გ.ჩ- რუსთავში, ლ.ტ. კი - თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლებით)", - ნათქვამია ინფორმაციაში. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზარქუა მილერს - are you kidding my friend? - მოსამართლეები დაასანქცირეთ - ველოდებით [პასუხს], რა არგუმენტებით
მილერი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს
პაპუაშვილი - მოწმე ვართ, დეზინფორმაციული შტურმისა საზოგადოებაზე - არის მცდელობა, მსჯელობა ყვირილით გადაფარონ
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics