18:07 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 10:56:20, 2117 ნახვა

სამართალი
შსს-მ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-ს გენერალური ინსპექციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული თ. ჰ. და საქართველოს მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული გ. მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თ.ჰ.-მ, სლოვენიის მოქალაქის ყალბი პასპორტის და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღის გამოყენებით, თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავში უკანონოდ შეაღწია. ასევე, დადგინდა, რომ მას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში საქართველოს მოქალაქე გ.მ. დაეხმარა და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღა დაუსვა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის სამგზავრო პასპორტი და თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტები, 7 ცალი საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სავარაუდოდ ყალბი თარიღ-დამღა, სამელნე და ოთხკუთხედი ფორმის ქაღალდზე დატანილი ქართული თარიღ-დამღა. ნივთმტკიცებად ამოღებული დოკუმენტები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

გამოძიება თ. ჰ.-ს მიმართ სსკ-ს 19-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა), სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1 ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა) და სსკ-ს 362-ე მუხლის 1 ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის შეძენა-შენახვა-გამოყენება), ხოლო გ.მ.-ს მიმართ - სსკ-ს 19-25-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობაში დახმარება), სსკ-ს 19-25-344-ე მუხლის 1 ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება) და სსკ-ს 362-ე მუხლის 1 ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება და გასაღება) ბრალდებით მიმდინარეობს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI - „ქართული ოცნება“ ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ივანიშვილს არგებს
სააკაშვილი - ხალხის დაკვეთა ერთიანობაა, რაც არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს - ამ შემთხვევაში, ოპოზიცია „ოცნებას“ 70/30 პროპორციით დაამარცხებს
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება
ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს - ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ?

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics