04:44 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 10:53:40, 2319 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ტურიზმის სტრატეგიის შექმნაში

მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხებზე.

„მადლობას გიხდით რეგიონალური განვითარების პროექტების მხარდაჭერისთვის,  რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძი მისცა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებას, ჩვენს რეგიონებში ტურისტების გააქტიურებას. მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავების ნაწილშიც. წელს  7.2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს ველოდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ავალთ 11 მილიონ ტურისტზე, როგორც ეს სტრატეგიაში გვიწერია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics