18:25 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 10:49:29, 2225 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა

ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში, ერთმანეთს ემთხვევა, ისევე როგორც, თანხვედრაშია გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით  გამოსვლისას.

მან დეტალურად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე რეფორმებზე და მის მნიშვნელობაზე პროდუქტიულობის ზრდის, ინვესტიციების მოზიდვის, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

„ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, რათა ავამაღლოთ  ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალი, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი. მსოფლიო ბანკის და ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტია  „ახალი ინოვაციური საქართველო". ამ პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება ინოვაციური ცენტრები, სადაც ადამიანებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ როგორც მოიხმარონ ინტერნეტი და გამოიყენონ ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ჩვენ 2 ათას სოფელში შეგვყავს ფართოზოლიანი ინტერნეტი, რაც საშუალებას მოგვცემს რეგიონებში შევიტანოთ ელექტრონული მთავრობის, ელექტრონული მედიცინის, დისტანციური მართვის სერვისები," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე - კანონის მეორე მოსმენაზე საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics