17:05 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 13:54:23, 2061 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: პოლოლიკაშვილის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს.

„საქართველოს მოქალაქე, ქართველი პირველად  გახდა გაერო-ს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ეს არის უდიდესი აღიარება ჩვენი ქვეყნის,  ეს არის უდიდესი აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან დიდი შედეგი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ეს არის დიდი შედეგი ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული იმისათვის, რომ ეს წარმატება ყოფილიყო მიღწეული. მე ვულოცავ ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ გამარჯვებას,  რომელიც დღეიდან უკვე მოემსახურება მსოფლიოს ტურიზმის სექტორის განვითარებას და ამით ასევე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოს მიღწევებს. ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერამ, პრემიერ-მინისტრის - გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერამ, ჩვენი დიპლომატიის ძალიან აქტიურმა მუშაობამ და თითოეული უწყების, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში.  მინდა წარმატებები ვუსურვო  ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ და მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველი", -განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას, რომელიც მონაწილეობს ჩინეთში ქ. ჩენგდუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში. სწორედ ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის - ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დამტკიცება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics