05:30 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 13:25:57, 1985 ნახვა

კომენტარი
ზურაბ პოლოლიკაშვილი: ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება

„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად და თვალნათლივ გამოჩნდა თუ რამდენად დიდიასაქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე არის. ესარის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება", -ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი კანდიდატურის UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა  მადლობა გადაუხადა პირველ რიგში ორგანიზაციის მოქმედ გენერალურ მდივანს, ტალებრიფაის და წევრ სახელმწიფოებს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის და ხაზი გაუსვა წევრი სახელმწიფოებისერთიანობის მნიშვნელობას:

„დიდი მადლობა თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მინდა დაგპირდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ  ჩემიგამარჯვება, ეს  ამ ორგანიზაციის გამარჯვებაა. გპირდებით, რომ ჩვენ ერთად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი... ჩვენ ვართ ერთად, ჩვენვართ ძმები, დები, ბევრმა ქვეყანამ აღნიშნა  ეს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად,  ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.''

ზურაბ პოლოლიკაშვილმა მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას - პრემიერ-მინისტრს, გიორგიკვირიკაშვილს და ვიცე-პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს: „პირადად დიდი მადლობა მინდაგადავუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს. მისი და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის თაოსნობით განხორციელდა ეს მართლაც რომ  ძალიან დიდი მიღწევა. ამ პროცესში იყო ჩართული ძალიან ბევრი ადამიანი. რომ არა ასეთი ერთსულოვნება და ერთად დგომა, ძალიანრთული იქნებოდა ამ ძალიან დიდი მიზნის მიღწევა", განაცხადა ახალარჩეულმა გენერალურმა მდივანმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალიხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიისფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics