2017-09-14 12:30:52, 2403 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში ნავის გადატრიალების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში ნავის გადატრიალების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ნავში 60 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ქალაქ ჰარიანაშ მიემართებოდნენ.
მაშველებმა წყლიდან 12 მგზავრის ამოყვანა უკვე შეძლეს.
ადგილზე სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
ავტორი: ,