00:23 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 12:22:30, 2172 ნახვა

მსოფლიო
10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააპატიმრეს

სასამართლომ 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ 112.UA იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი 35 წლის ვოლინის ოლქის მკვიდრია.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მამაკაცს ან ციხეში 2 თვის გატარება ან გირაოს გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics