21:31 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 10:25:14, 648 ნახვა

ქრისტიან დანიელსონი: ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელებაში

ვფიქრობ ის, რაც ჩვენ ვნახეთ  საქართველოში რეფორმების მიმართულებით, ძალიან შთამბეჭდავია, -ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა (DG NEAR),  ქრისტიან დანიელსონმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „რეფორმა, ზოგადად გრძელვადიანი პროცესია  და მუდმივად გრძელდება. მთავარია, გვესმოდეს, რა არის დღის წესრიგი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკავშირი და ევროკომისია კი, თავის მხრივ, გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროში  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს (DG NEAR),  ქრისტიან დანიელსონს და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში აღმასრულებელ დირექტორს, თომას მაიერ-ჰარტინგს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა შეხვდა.

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ  არსებით პროგრესზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში და ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ქრისტიან დანიელსონმა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ფინანსური სტაბილურობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები, აგრეთვე ყურადღება განახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics