06:02 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 21:32:50, 1391 ნახვა

სპეციალური ანონსი
14 სექტემბრის ანონსი

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ფედერალური კანცლერის სამსახურში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს, კნუტ აბრაჰამს შეხვდება. თბილისის პარლამენტი, არჩილ თალაკვაძის სათათბირო ოთახი

14 აგვისტოს, 12:00 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე თბილისის ახალ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრას გამართავენ. 
მის.: ინგოროყვას ქ. #19

14 სექტემბერს, 13:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. თბილისის პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი C კორპუსი, III სართული

14 სექტემბერს, 14:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. თბილისის პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

14 სექტემბერს, 14:00 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართება.
თემა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა”. 
მის.: თბილისის პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

14 სექტემბერს, 15:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისის პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 სექტემბერს, 15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეს, ედვარდ გრასნერს და აშშ-ის შრომის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ანნე ზოლნერს შეხვდება. 
მის.: თბილისის პარლამენტი, C კორპუსი, ოთახი N420

14 სექტემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „კოპალაში“ (წყნეთი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599139914

14 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარ დავით შუკაკიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაიმართება, რომლის ინტერესებსაც სასამართლოზე „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა დაიცავს.

14 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვაკის პარკში (აბაშიძის მხრიდან) კონცერტი გაიმართება, ხოლო 20:00 საათზე თბილისის მერობის კანდიდატი, კახი კალაძე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

14 სექტემბერს, 20:00 საათზე, ახმეტელის მეტროს ჩასასვლელთან თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, ამომრჩეველსა და მედიას ტრანსპორტის მიმართულებით არსებულ საკუთარ ხედვას გააცნობს.
საკონტაქტო პირი ლაშა მესხი - 598 544 944

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics