08:14 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 18:04:59, 2065 ნახვა

საზოგადოება
"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერება"-პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)  ფარგლებში დაფინანსებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები  დასკვნით კონფერენციაზე შეაჯამეს.  
 ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ატაშემ კრისტინა კასელამ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და EVOLUXER-ის კონსორციუმის პროექტის ხელმძღვანელმა, სერხიო ვიდალიმ. 
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კრისტინა კასელამ ხაზი გაუსვა პროექტის შედეგების მნიშვნელობას და  აღნიშნა, რომ არსებული მიღწევების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში დანერგილი საქმიანობები სააგენტოს მიერ მომავალშიც გაგრძელდეს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ პროექტის შედეგები პოზიტიურად შეაფასა და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მეპაიეთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  
პროექტის ფარგლებში გადამზადდა სხვადასხვა  კოოპერატივის 3000-მდე  წევრი. სასწავლო კურსისთვის სპეციალურად შემუშავდა მოდულები, რომლებიც მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საფუძვლებს და მისი ორგანიზაციული განვითარების ციკლს, საორგანიზაციო აუდიტის მეთოდოლოგიას,  სამართლებრივ რეგულირებას და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესებს.  ტრენინგები ჩატარდა აგრეთვე ბიზნეს დაგეგმარებისა და სოფლის მეურნეობის  დარგობრივი  მიმართულებებითაც. 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერების პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან ხორცილდება. მისი მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  განვითარების ხელშეწყობა.
(NS) 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics