23:56 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 17:54:23, 2279 ნახვა

ეკონომიკა
ამერიკული დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს სწავლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 12-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკელი ინვესტორები, კერძოდ,  საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები  საქართველოს სტუმრობენ. 

მასაჩუსეტის შტატის ქ. ბოსტონიდან ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის 20 წლიანი გამოცდილების სპეციალისტი და მასაჩუსეტის შტატის საპატიო კონსულობის კანდიდატი ჯარეთ გატრი (Jarred Guthrie), ასევე საერთაშორისო კომერციული საბანკო და ტელეკომუნიკაციების სფეროში  30 წლიანი მენეჯმენტის გამოცდილების მქონე ჯიმ ბულიონი (Jim Bullion), ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების სპეციალისტი ჯოზეფ ჰაინსი (Joseph Haynes) და ფინანსური სერვისების ინდუსტრიის, მარკეტინგისა და ინვესტიციების სფეროში დიდი  გამოცდილების მქონე სპეციალისტი ჯეფრი ლეკლერი (Jeffrey LeClair). დელეგაციას თან ახლავს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია. 
 
საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს ადგილზე შესაფასებლად, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გიორგი ჩერქეზიშვილთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მარიანა მორგოშიასთან და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან მარიამ ვალიშვილთან. 

საჯარო სექტორის გარდა, დელეგაციის წევრები ასევე შეხვედრებს გამართავენ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ენერგეტიკის, საბანკო, საინვესტიციო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სატრანზიტო ლოგისტიკის სფეროების მიმართულებით.  

შეგახსენებთ, რომ  „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მოდერატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში. 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics