00:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 16:52:24, 1923 ნახვა

საზოგადოება
ვიქტორ დოლიძე ლიტვის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, ლიტვა  საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. 

„ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მათთან თანამშრომლობა როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირის ფარგლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მეგობრობის ჯგუფთან შევედრები საპარლამენტო და აღმასრულებელ დონეზე“- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ნამდვილი ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

 პავილიონისმა  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერის  მზადყოფნა  გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ამ პროცესის თანმხლებ გამოწვევებზე იმსჯელეს.

 განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ნოემბერშიდაგეგმილი აღმოსავლეთ  პარტნიორობის სამიტისთვის  მზადებასა და მოლოდინებზე.

 ვიქტორ დოლიძემ ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს  სამიტის ფარგლებში ქართული მხარის პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

 (NS)

 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics