14:08 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 06:43:00, 584 ნახვა

ჯანელიძე: საქართველო კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ტურიმზის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში UNWTO-ს 22 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერი მიესალმა მიმდინარე წლის -  „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად" გამოცხადებას, რაც მისი მოსაზრებით ხელს შეუწყობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებას, რაც თავისმხრივ განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდრეობას, ხალხთა შორის კონტაქტებს და კულტურათა თანაარსებობას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მსოფლიოში ტურიზმის მზარდი როლის გათვალისწნებით, თანდათან ქვეყნები ამარტივებენ მგზავრობის პროცედურებს, ავითარებენ უწყეტ კომუნიკაციას და სხვადასხვა სერვისებს.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვიტარების წარმატებულ ტენდენციაზე, რომლის შედეგადაც 2016 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა პირველად ასცდა ექვს მილიონიან ნიშნულს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტურიზმის სექტორი  დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის, დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების  ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ამ სექტორის მეშვეობით, საქართველომ უამრავ წარმატებას მიაღწია და იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა.

საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება და მისი ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ვცდილობთ ტურიზმის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისებას  როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული ზომების შედეგად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად სექტორად იქცა"-განაცხადა მინისტრმა.  

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და მასპინძელ ქვეყანას გულთბილი მიღებისათვის და გამოხატა მზაობა ხელი შუწყოს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე. ​




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics