19:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 03:01:26, 1757 ნახვა

საზოგადოება
სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 ფორუმი გაიხსნა

სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში, თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიხსნა.  ფორუმი დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა.  
მისი თქმით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთშორისო ფორუმს თბილისი 2007 წლიდან მასპინძლობს.  
დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და პროგრესული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, ფორუმი თბილისის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.
„2017 წლის ფორუმი, სახელწოდებით - „პროგრესული ქალაქები“ ორიენტირებულია იდეებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებაზე. ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.  სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა გაღრმავდეს თანამშრომლობა თვითმმართველობებს შორის და წარმოჩინდეს მარკეტინგული შესაძლებლობები“ , - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დასამყარებლად.
წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი მომხსენებლიდან გამომდინარე მასშტაბური ღონისძიებაა. ფორუმში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.
ფორუმში ასევე მონაწილეობს ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი - ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი - კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი - რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.
ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება 16 თემატური სესია: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა. ფორუმს მოდერაციას გაუწევს 16 მოდერატორი, 100-მდე პრეზენტატორი, მათ შორის  50 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი.
ფორუმის შედეგად ქალაქ თბილისი რეკომენდაციებს მიიღებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით, ხელი შეეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ახალი კონტაქტების დამყარებას, მოხდება ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა, თბილისში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით მიმდინარე აქტივობების ფართო მასებისთვის გაცნობა,  სხვადასხვა ქალაქებისგან წარმატებული გამოცდილებების გაზიარება ენერგოეფექტურობისა და მწვანე ქალაქების მიმართულებით, ჩამოყალიბდება ქალაქის განვითარების სამომავლო ხედვები.
ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას“  წარადგენენ. ასევე თბილისს მიენიჭება „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი.
(NS) 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics