12:29 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 01:32:58, 1985 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბულგარეთში იმყოფებოდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუაო ვიზიტით ბურლგარეთში იმყოფებოდა. 

მინისტრი ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ეკატერინა ზახარიევას შეხვდა. 

"ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას. ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილი, რომ რეფორმის განხორციელების პროცესს აფასებენ. მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა არის ბულგარეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ჩვენ მუდმივად ვიქნებით ასეთი ქვეყნების მხარდამჭერი, რადგანაც ეს არის აუცილებელი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“,-განაცხადა ზახარიევამ. 

შეხვედრა 11 სექტემბერს ბულგარეთში, სოფიაში, სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთს  საქართველოს ევროპული  და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატებული შეფასებისთვის. 

11 და 12 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ასევე, შეხვედრები გამართა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ათანას ზარიანოვთან, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ჯემა გროზდანოვასთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ პოპოვთან,  და ბულგარეთის პარლამენტის ევროპული საკითხებისა და ევროპული ფონდების კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარესთან კრისტიან ვიგენენთან. 

შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები განიხილეს. ბულგარეთის მხარის მიერ აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული განხორციელება, რაც, მისივე თქმით,  კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს ნატოსთან.  ათანას ზარიანოვმა დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირისა და ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილი.“თქვენი კონტრიბუცია არის უდიდესი. საქართველო იქცევა, როგორც ალიანსის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. თქვენ იმსახურებთ კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ მხარდაჭერას ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან “-განაცხადა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. გამოითქვა იმედი, რომ  სამიტის გადაწყვეტილებებში აისახება ინიციატივის მონაწილე წარმატებული ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტი ევროკავშირთან დასაახლოებლად. 

ბულგარეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები,  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics