2017-09-13 00:02:27, 2171 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.4589 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4589 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4616 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.9359 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.9569 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0210 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,