06:14 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 09:38:28, 2393 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ დიალოგი არის უბრალოდ საუბარი

 "თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ დიალოგი არის უბრალოდ საუბარი, უბრალოდ საუბარი კი არ ნიშნავს პოლიტიკურ პროცესს", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

 ბაქრაძის განმარტებით,   მათი ორი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი მზად არიან გადადონ ყველაფერი გვერდზე და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციას.

ეს ორი მოთხოვნაა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

"ბურთი არის მთლიანად ხელისუფლების მხარეს და დღეს ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, როცა ბატონი კობახიძე ერთი მხრივ მუდმივად საუბრობს დიალოგზე, მაგრამ, მეორე მხრივ, "ქართული ოცნების" უმრავლესობაში არის ძალიან ბევრი დეპუტატი ისეთი, რომელიც საუბრობს, რომ არანაირი დიალოგი და დათმობა არ იქნება და ძალიან სწრაფად მე-3 მოსმენით მიიღებენ კონსტიტუციას. ძალიან სერიოზული უთანხმოება ფიქსირდება "ქართული ოცნების" შიგნით. თუ ისინი მზად არიან რაიმე ტიპის დათმობაზე სასაუბროდ, მაშინ ოპოზიცია დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის, სამწუხაროდ, დღემდე გვესმის ერთი მხრივ დიალოგი და ამის პარალელურად მტკიცება, რომ არაფერი შეიცვლება", - განაცხადა ბაქრაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics