21:16 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 09:27:44, 2175 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები გართულდა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები საქართველოს ექს-პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გართულდა.

"ფაქტია, რომ პრობლემა სერიოზულია, პრობლემა გართულდა, გართულდა უკრაინა- პოლონეთის ურთიერთობებიც, რომელიც ისედაც არ იყო ია ვარდით მოფენილი და ეს არ არის რაღაც ლოკალური თემა. ამ ტიპის საკითხებს აქვს გეოპოლიტიკური პოტენციალი. ვისურვებდი, რომ გაუმკლავდნენ ამ საქმეს არა შაშის თამაშით,  არამედ ჭადრაკის თამაშით. ხისტი გადაწყვეტილებები - მოდი, აღვძრავთ საქმეს, მივცემთ პასუხისგებაში, არ შემოვუშვებთ, კარგადაა ხოლმე გასათვლელი, ამით ვის წისქვილზე ესხმება წყალი",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოურთმევია, არამედ მან თავად თქვა უარი მასზე.

"როდესაც ბატონი სააკაშვილი ბრძანებს, რომ მას საქართველომ ჩამოართვა მოქალაქეობა, ეს არასწორია, მან თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე იმიტომ, რომ მშვენივრად იცოდა კონსტიტუციაში რა ეწერა",-აღნიშნა უსუფაშვილმა




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics