10:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 08:47:30, 2144 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა მოლოდინი მაინცდამაინც მაღალი არ არის

"ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და ახლაც ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დისკუსიისთვის მზად არიან, თუმცა მაღალი მოლოდინი არ აქვთ:

" ეს ყველაფერი ახლა პიკს არის მიახლოებულო. აქედან გამომდინარეობდა ჩემი მოზომილი პასუხიც. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა მოლოდინი მაინცდამაინც მაღალი არ არის გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობამდე მიიყვანა ოპოზიციამ დიალოგის პროცესი. ჩვენ წერილობითი თხოვნა გავუგზავნეთ ოპოზიციურ პარტიებს, ასევე ვთხოვეთ წერილობით დაეფიქსირებინათ პოზიცია იმ საკითხებზე, რომლის ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა მათ გამოაგზავნეს ოთხი საკითხი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ისინი გადავლენ დიალოგზე. ეს პოზიცია კონტრპროდუქტიულია და სამწუხაროდ, აქამდე მოიყვანა პროცესი ოპოზიციამ", - აღნიშნა კობახიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics