02:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 07:56:23, 2289 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია: სააკაშვილი სასტუმრო „ლეოპოლისის“ ნომერში 6-დან 15 ათასამდე გრივნას იხდის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნომერი სასტუმრო "ლეოპოლისში" მინიმუმ 200 დოლარი ღირს, -  აღნიშნულ თემაზე მასალას უკრაინული გამოცემა Pravda აქვეყნებს.

მედიის ცნობით, სტანდარტული ნომრის საფასური სასტუმრო "ლეოპოლისში" 6 264 ათასი გრივნა ღირს, რაც დაახლოებით 200 დოლარს შეადგენს.

50-მეტრიანი ლუქს-ნომერი 12 229 გრივნა (500 დოლარამდე) ღირს, ხოლო  75-მეტრიანი ლუქსის საფასური 14 962 გრივნას შეადგენს (650 დოლარამდე).

აღნიშნული საკითხი მედიაში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დღეს გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტი დაინტერესდა სააკაშვილის ფინანსური მდგომარეობით და ყოფილ გუბერნატორს კონკრეტული კითხვა დაუსვა: „რით იხდით სასტუმროს ნომრის საფასურს?".

"გუშინ ვთავაზობდი ვახშმის საფასურის გადახდას, მაგრამ უარი მითხრეს. ჩემთან ერთად იყო 4 ბიჭი და მათ არ გადამახდევინეს. თუკი თქვენთვის მთავარი კითხვაა, ვინ იხდის ჩემი ნომრის ანაზღაურებას, ვინ მიყიდა ქურთუკი ან ვინ გადამიხადა ვახშმის საფასური, მე მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, თქვენ კი უამრავ სისულელეს მეკითხებით. მე ვიყავი პრეზიდენტი და კუჩმაც პრეზიდენტი იყო. რატომ არასდროს არ გიკითხავთ მისთვის თუ საიდან აქვს ფული და რით იხდის სასტუმროში ნომრის საფასურს? კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიყავი პრეზიდენტი და მაქვს მხოლოდ ერთი ანგარიში უკრაინის ბანკში გახსნილი, რომელზეც დაახლოებით 5 ათასი ევრო მაქვს დარჩენილი. მაშინ როდესაც კუჩმა მილიონობით ფულს იღებს. მან შექმნა ტელევიზიები, აიყვანა ჟურნალისტები, რომლებიც პროპაგანდას აწარმოებენ. მე ამას არ მოვითმენ. არ მოვითმენ, რომ კუჩმასნაირებმა ჩემს შემოსავლებზე ილაპარაკონ. პრაქტიკულად არ გამაჩნია უძრავი ქონება, მაქვს მხოლოდ ერთი სახლი საქართველოში, რომელიც 70 კვადრატულ მეტრს შეადგენს. არასდროს არაფერი მომიპარავს, რაც კი გამაჩნდა აქეთ ქვეყანას მივეცი. ეს არის ჩემი ისტორია", - ასე უპასუხა სააკაშვილმა ჟურნალისტს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics