00:46 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 07:23:32, 2067 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ევროკავშირის დახმარების გარეშე, საქართველოს შენარჩუნებაც კი შეუძლებელი იქნებოდა

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს ძლიერი ევროკავშირი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვეთის მსგავსი ქვეყნების ევროკავშირისკენ სვლას, უზრუნველყოფს სტაბილურობასა და მშვიდობას ჩვენს რეგიონში“,-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია არსებობდეს ძლიერი ნატო, რომელსაც  შეეძლება აგრეთვე უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო პარტნიორების დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„აშშ-ის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ასეთი წინსვლა. ევროკავშირის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა  თვითონ ქვეყნის საქართველოს შენარჩუნებაც კი. საქართველო მუშაობს ამ მიზნის ირგვლივ, რომ განავითაროს ქვეყანა, წაიყვანოს წინ, არ შევცვალოთ საგარეო პოლიტიკა და არ დავთმოთ ტერიტორიები. აუცილებელია ყველა ქვეყნის მხარდაჭერა, შეთანხმება ჩვენს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა პრემიერმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics