10:59 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 03:05:50, 2134 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სერჟ სარგსიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა

11 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-სომხური თანამშრომლობის შესახებ  და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებზე. ამ კონტექსტში განიხილეს მაღალ დონეზე მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ ორმხრივი ვიზიტების ინტენსიურობა წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას არსებული ურთიერთობის განხილვისა და მისი შემდგომი გაღრმავებისათვის.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს  ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში გამოჩენილი მხარდაჭერისათვის.

დამატებით, სერჟ სარგსიანმა და მიხეილ ჯანელიძემ განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ქართულ-სომხური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რეგიონისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics