23:53 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 01:08:06, 2480 ნახვა

სამართალი
თბილისის ინტერპოლმა ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო  კონტროლი „სარფის“  თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან  საერთაშორისო  დონეზე  ძებნილი, 1963 წელს  დაბადებული ი.კ. დააკავეს.

"დაკავებულს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83, 99, 105, 107 მუხლებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში, რაც სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ამჟამად ი.კ.-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics