19:42 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 06:41:42, 2736 ნახვა

კულტურა
პრეზიდენტმა ფრანგი კომპოზიტორი მიშელ სონი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ფრანგი მუსიკოსის, პროფესორის და ლიტვის სახელმწიფოს საპატიო კონსულის მიშელ სონის დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ცნობილ კომპოზიტორს ღირსების ორდენი თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიშელ სონი ღირსების ორდენით საქართველოში ახალგაზრდა ქართველი პიანისტების პროფესიული განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა.

"ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, რადგან მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს ქვეყანა 20 წლის წინ აღმოვაჩინე და  ყველაფერი გავაკეთე,  რომ ქართველი ხელოვანები  და საქართველო გამეცნო ევროპისთვის.

ხელი შევუწყე ახალგაზრდა მუსიკოსებს განვითარებაში,  მე დღეს ჩემი ფონდის „სოს ტალანტის"  დახმარებით  ვაგრძელებ იგივე საქმიანობას.

ძალიან სასიამოვნოა ასეთი ლამაზი და ორიგინალური კულტურის  ქვეყანას ხელი შევუწყოთ,  ჩემთვის დიდი პატივია და ამაყი ვარ იმ საქმიანობით, რასაც ვაკეთებ საქართველოსთვის", - განაცხადა დაჯილდოების შემდეგ მიშელ სონმა.

პრეზიდენტის სასახლეში დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე.

ფრანგი კომპოზიტორი თბილისს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად, ქართველი პიანისტებისათვის მასტერკლასების ჩასატარებლად ეწვია.

იგი უკვე 20 წელია აქტიურად ახორციელებს ქართველი პანისტების ხელშეწყობას მისივე საერთაშორისო ფონდის - SOS Talent Foundation მეშვეობით.

ფონდის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, თამარ ბერაია, თედო დიაკონიძე, ანა გოგავა, გვანცა ქობალია, ბარბარე ჩხაიძე.

წელს კი, ანა ყიფიანი მიემგზავრება ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად. ხოლო, ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე საქართველოს სახელს ღირსეულად წარმოადგენენ საერთაშორისო სცნებზე და კონკურსებში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics