12:38 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 06:54:48, 3847 ნახვა

High - Tech
არქიტექტორმა მიტოვებული ქარხანა ურბანისტულ სასახლედ აქცია (ფოტოები)

როცა 1973 წელს რიკარდო ბოფილი ესპანეთში, ბარსელონას მახლობლად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიტოვებულ ცემენტის ქარხანას გადააწყდა, ახალგაზრდა არქიტექტორმა მასში ახალი შესაძლებლობების სამყარო აღმოაჩინა. ასე დაიწყო მის ცხოვრებაში ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც დღესაც არ არის ბოლომდე დამთავრებული. დღეს, 45 წლის შემდეგ ვერავინ იტყვის, რომ აქ ოდესღაც განადგურებული, ცემენტის მტვერში გახვეული შენობა იდგა.

ქარხნის ნანგრევების შეძენის შემდეგ არქიტექტორმა მშენებლების ჯგუფთან ერთად ფასადის გასუფთავების, გარე კედლების რეკონსტრუქციის და მწვანე საფარის განლაგების შემდეგ ინტერიერის მოწყობაზე გადავიდა.

არქიტექტორის თქმით, მან  "ცხოვრებისთვის და მუშაობისთვის, ბუნებასთან ურბანისტული შენობის შერწყმასა და მცხოვრებთათვის იდეალურად მშვიდ პირობების შექმნას ცდილობდა".

შენობის ექსტერიერისა და ლანდშაფტის დახვეწის სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. სამრეწველო მილები, რომლებიც ადრე ცხელი ჰაერითა და ცემენტის მტვრით იყვნენ გავსებული, დღეს უდიდეს სათბურების ფუნქციას ასრულებენ. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ფანტაზიისა და დიდი შრომის შედეგია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics