15:05 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 06:15:47, 2600 ნახვა

High - Tech
ამერიკელმა მეცნიერებმა შაქარი ნარკოტიკად სცნეს

სენტ-ლუქის კვლევითი ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შაქარი  ადამიანის ორგანიზმზე კოკაინისმაგვარ ნარკოტიკულ ზემოქმედებას ახდენს.  მეცნიერებმა საკუთარი დასკვნა "British Journal of Sports Medicine"-ში გამოაქვეყნეს.

კვლევის დროს გამოვლინდა, რომ შაქრის ნახშირწყლების ორგანიზმზე ზეგავლენა კოკაინის ნარკოტიკის ზეგავლენას ძალიან ჰგავს. ის ცვლის ხასიათს, ბედნიერების გრძნობის შეგრძნებას მატებს და ისეთივე მიჩვევას აჩენს, როგორც ნარკოტიკი. მეცნიერების დაკვირვებით, ვირთხები კოკაინით და შაქრით გაჯერებულ წყალს შორის უმეტეს შემთხვევაში მეორეს ირჩევდნენ. იმავე დასკვნაში ნათქვამია, რომ ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში, შაქრის ნახშირწყლები ორგანიზმზე ალკოლოიდებზე უფრო ცუდ ზეგავლენას ახდენს.

"სენტ-ლუისის" მეცნიერებს კემბრიჯის პროფესორი ჰიშამ ზიაუდინი  (Hisham Ziauddeen) არ ეთანხმება. მისი მტკიცებით, შაქრის დიდი დოზით მიღება მავნებელია მაგრამ ის ნარკოტიკულ დამიკიდებულებას არ იწვევს.

სხვა, ამ თემაზე მომუშავე  პროფესორის რობერტ ლუსტიგის (Robert Lustig) აზრით შაქრის ზეგავლენა ორგანიზმზე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია, მაგრამ ის ნარკოტიკისმაგვარ დამიკიდებულებას არ იწვევს , "მასზე დამოკიდებულება ნიკოტინზე დამიკიდებულებას უფრო ჰგავს, ვიდრე რომელიმე ძლიერ ნარკოტიკზე"-წერს ლუსტიგი.

როგორც ხედავთ ყველა მეცნიერის მოსაზრება ერთმანეთს მხოლოდ იმაში ემთხვევა, რომ შაქრის დიდი რაოდენობით (7-8 ჩაის კოვზი დღეში) მიღება ჩვენს ორგანიზმს ზიანს აყენებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ქარქაშაძე: ყველა მსხვილ კომპანიას ვისაც Passenger Terminal Expo-ზე შევხვდით, ჰქონდა ინფორმაცია ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics