03:56 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 02:11:19, 2553 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, დაბა მესტიაში და ჭუბერში მოსახლეობას C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი ჩაუტარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2017 წლის 9-10 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი) „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო გასიჯვები 9 სექტემბერს დაბა მესტიაში, ხოლო 10 სექტემბერს კი ჭუბერში ჩატარდება. 

სამედიცინო აქციის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ თბილისის კლინიკების წამყვანი სპეციალისტებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმების მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. ჩატარდება ექიმის კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში - გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, შაქრის განსაზღვრა სისხლში). აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცემა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა მედიკამენტი.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics