22:12 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 12:05:51, 3209 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად არსებული კერებისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, ხელისუფლებამ გარკვეული აპარატურა შეიძინა, რომელსაც ცოცხალი ძალა გამოიყენებს.

"მოგეხსენებათ, რომ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაცია, როგორც ავიაციის ასევე ცოცხალი ძალის მეშვეობით. დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად ჩვენი დილანდელი პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა, იყო ძლიერი ქარი, რომელმაც გააძლიერა რამდენიმე კერა. ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშოაბა. ასევე, შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა, რომელსაც ცოცხალი ძალა გამოიყენებს, იმისათვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება შტაბის მუშაობა. დილით გვექნება უფრო ცხადი სურათი. ძალიან ბევრი რამ არის ქარზე დამოკიდებული, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოსახლეობის მიმართულებით არ არსებობს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე - განიხილავს თუ არა პრემიერ-მინისტრი დივერსიის ვერსიას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.

"ჩემი საქმე არ არის სხვადასხვა ვერსიების განხილვა. ჩემი საქმე არის ის რომ მაქსიმალურ მოკლე პერიოდში სტიქიის შედეგების მინიმიზირება მოვახდინოთ", - დასძინა პრემიერმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics