16:15 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 11:48:15, 3727 ნახვა

სხვადასხვა
როგორ ემუქრება ატენის სიონს მღვდლების წამოწყებული მიშენება განადგურებით

როგორ ემუქრება მღვდლების წამოწყებული მიშენებები უნიკალურ ატენის სიონს

ატენში ხანძრის კვალს არ ჩაუვლია, შესაძლოა მეორე ხანძარი მღვდლებმა და მღვდელმთავრებმა დაანთონ. საქმე იმაშია, რომ ატენის სიონის გვერდით სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, იქაურობა ჩაბეტონებულია და დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის კედლებია ამოყვანილი - ადგილობრივები „ექსპრესნიუსს“ ეუბნებიან, რომ საეპისკოპოსო სახლი შენდება. მშენებლობის ნებართვა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს  ნიკოლოზ ანთიძეს გაუცია - იქ მყოფი მღვდლებიც და მშენებლებიც ირწმუნებიან, რომ ყველაფერს კანონის დაცვით აკეთებენ და რომ მშენებლობის ნებართვა სააგენტომ მისცა. „ექსპრესნიუსის“ შეკითხვებს სააგენტოში არ პასუხობენ ანთიძე კი შვებულებაშია.

​​თუ მართლაც ნებართვაა გაცემული, მაშინ გამოსაკვლევია როგორ და რანაირად გაიცა ნებართვა ძეგლზე, რომელსაც სპეციალური დამცავი ზონები გააჩნია. თუ ნებართვა არ არის გაცემული და მშენებლობა ისე მიმდინარეობს, ვინც ფიზიკურ სამუშაოებს აწარმოებს, იმათ უნდა აგონ პასუხი - მათ უნდა გასცენ კითხვებზე პასუხი.

საქმე ისაა რომ ატენის სიონის გვერდზე მშენებლობის დაწყება რვა წლის წინ სცადეს  (მაშინ, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი იყო), მაგრამ საქმის ვითარების შესახებ პატრიარქმა შეიტყო და მშენებლობა შეაჩერა. მაშინ საპატრიარქომ ატენის სიონზე განცხადებაც გაავრცელა.

ახლა გრანდიოზული მშენებლობა წამოიწყეს, ტაძრიდან დაახლოებით სამ-ხუთ მეტრში, მაშინ, როცა ტაძრიდან 500 მეტრის რადიუსში კანონი ყოველგვარ სამუშაოებს კრძალავს (იხილეთ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლი). ატენის სიონი გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი და მას იცავს კანონი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ; 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის N665 ბრძანებულებით ატენი სიონს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია და ამ აქტით ძეგლის დამცავი მექანიზმები კიდევ უფრო გაძლიერდა. სწორედ ეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ხუთი მეტრი კი არა, ხუთასი მეტრის რადიუსით არ შეიძლება არანაირი სამუშაოების წარმოება.

ის, რაც დღეს ატენის სიონის გვერდით ხდება, არის საგანგაშო ფაქტი - უნიკალური, მსოფლიო მნიშნელობის ტაძარს საფრთხე ექმნება. 

ატენის სიონი მცხეთის ჯვრის ხუროთმოძღვრულ ტიპის გახლავთ; დგას V საუკუნეში სპეციალურად აგებულ მძლავრ ხელოვნურ ბაქანზე, რომელიც რთულ საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს. ტაძარი აშენებულია VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე, ქართლის ერისთავების - ნერსეს და სტეფანოზის დაკვეთით. ტაძარზე განთავსებულია ისტორიული პირებისა და წმინდა წერილის სიუჟეტების ამსახველი რელიეფური ქანდაკებები, რომელთა თარიღი V-X საუკუნეებით განისაზღვრება.

ატენის სიონის ფასადებსა და ინტერიერში განაწილებულია მეშვიდე-მეთორმეტე საუკუნეების, როგორც ისტორიული ხასიათის, ისე მომლოცველთა წარწერები; მათ შორისაა დავით აღმაშენებლის მიერ გაკეთებული წარწერა.

ტაძარი შეიცავს ორი სხვადასხვა პერიოდის კედლის მხატვრობას. პირველი ფენა VIII მერვე საუკუნის დასაწყისისაა და სიმბოლურ გამოსახულებებს შეიცავს, ხოლო მეორე ფენა XI მეთერთმეტე საუკუნის მიწურულშია შესრულებული და საეტაპო ნაწარმოებს წარმოადგენს, რამაც საფუძველი დაუდო გარკვეულ სტილს XI-XII მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების კედლის მხატვრობაში. მასში ასევე დაცულია ქართველ მეფეთა პორტრეტული გამოსახულებანი, როგორებიცაა მაგალითად, ბაგრატ IV მეოთხის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი გამოსახულება.

„ექსპრესნიუსის“ სარედაქციო სტატია

 

 


 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics